Taylor and Francis Online

Taylor and Francis Online აერთიანებს 1700 დასახელების ჟურნალს, რომელიც სხვადასხვა მიმართულების ფართო სპექტრს ფარავს, დაწყებული სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებებიდან, დამთავრებული მეცნიერებითა და ტექნოლოგიით. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისთვის ხელმისაწვდომია სტატიების სრული ტექსტები 1997 წლიდან დღემდე.

950-ზე მეტი დასახელების ჟურნალი Thomson Reuters ციტირების ინდექსის/Web of Science (მეცნიერების ქსელი) სიაშია მოხვედრილი. 80 სახელწოდების ჟურნალი კი საგნის კატეგორიის მიხედვით პირველ ათეულშია შესული.

Taylor and Francis Online ფარავს შემდეგ მიმართულებებს ანთროპოლოგია და არქეოლოგია, ბიჰევიორისტული მეცნიერებები, ბიზნესი, მენეჯმენტი და ეკონომიკა, ქიმია, კრიმინოლოგია და სამართალი, განათლება, ინჟინერია, კომპიუტერული მეცნიერებები და ტექნოლოგია, გარემო და სოფლის მეურნეობა, გეოგრაფია, ურბანული და გარემო დაგეგმარება, მათემატიკა და სტატისტიკა, მედია, კულტურული და საკომუნიკაციო მეცნიერებები, ფიზიკა, პოლიტიკა, საერთაშორისო ურთიერთობები და რეგიონების ინტერდისციპლინარული შესწავლა, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და სოციალური მზრუნველობა, სოციოლოგია, სპორტი, დასვენება და ტურიზმი, სტრატეგიული, თავდაცვითი და უსაფრთხოების მიმართულებები.

Facebook