სტუმრად გრიგოლეთში
ამაწლის 22-23 ივნისს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საზღვაო კვლევითმა ცენტრმა ილიაუნის ბიბლიოთეკის სტაჟიორებს უმასპინძლა. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გრიგოლეთის კვლევით ბაზას გაცნობოდნენ და კვლევითი საქმიანობის ძირითადი რესურსით – წმ. ილიას გემით გასულიყვნენ ღია ზღვაში. გემზე მიმდინარე სამეცნიერო კვლევითი საქმიანობის შესახებ, მათ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს კაპიტნისგან.
სტუდენტები სამი თვის განმავლობაში უსასყიდლოდ ეწეოდნენ ბიბლიოთეკაში სხვადასხვა სამუშაოებს. სტაჟიორების წახალისებისა და შემეცნებისთვის უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ მათ შესაძლებლობა მისცა, მოეწყოთ ვიზიტი გრიგოლეთში არსებული უნივერსიტეტის საზღვაო კვლევით ცენტრში.