შესარჩევი ტურის შედეგები
დასრულდა 2011 წლის 12 იანვრიდან 31 იანვრის ჩათვლით შემოსული განაცხადების განხილვა.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადი შემოიტანა 888-მა კანდიდატმა. კანდიდატთა სრული ნუსხა იხილეთ აქ.
კონკურსის პირველ ეტაპზე დაგეგმილ ტესტირებაზე ზოგად უნარებში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულია 223 კანდიდატი. შერჩეულ კანდიდატთა სრული ნუსხა იხილეთ აქ.
ტესტირება ზოგად უნარებში
თარიღი: 4 თებერვალი, 2011 წ.
ზუსტი დრო:
11:00 სთ. – რეგისტრაციის დაწყება
11:50 სთ. – რეგისტრაციის დასრულება
12:00 სთ. – გამოცდის დაწყება
14:30 სთ. – გამოცდის დასრულება.
მისამართი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, A კორპუსი, ილია ჭავჭავაძის გამზირი # 32, ოთახები A207 (მეორე სართული), A305 და A 307 (მე-3 სართული). შერჩეულ კანდიდატთა ნუსხაში თითოეული კანდიდატის გასწვრივ მითითებულია კონკრეტული ოთახი.
აუცილებელი დოკუმენტები: პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი.
გაფრთხილება:
1. პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან პასპორტის გარეშე კანდიდატები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
2. კანდიდატები უნდა გამოცხადდნენ არაუგვიანეს 11.30 საათისა.
3. დაგვიანებული კანდიდატები გამოცდაზე არ დაიშვებიან.
გისურვებთ წარმატებებს!