შეხვედრები პროფესორ იურგენ კოპენშტაინერთან ავსტრიულ ბიბლიოთეკაში
შეხვედრები პროფესორ იურგენ კოპენშტაინერთან ავსტრიულ ბიბლიოთეკაში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკის მოწვევით 2009 წლის 24-29 ოქტომბერს თბილისში ჩამოდის ბატონი იურგენ კოპენშტაინერი,გერმანისტი და ანგლისტი, ამჟამად აიოვას უნივერსიტეტის (აშშ, University of Northern Iowa) პროფესორი, რომელიც წარმოადგენს თავის წიგნს სახელწოდებით ”ავსტრია”. წიგნი განსაზღვრულია ავსტრიის ისტორიითა და კულტურით, ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური წყობით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისათვის.
ორშაბათს, 26 ოქტომბერს, 13.00 საათზე ჩატარდება ბატონი კოპენშტაინერის პირველი მოხსენება (გერმანულ ენაზე).
სამშაბათს 27 ოქტომბერს, 13.00 საათზე ჩატარდება მეორე მოხსენება (ინგლისურ ენაზე).
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიება ჩატარდება ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიულ ბიბლიოთეკაში, დარბაზი № 6.
მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5
27 და 28 ოქტომბერს 11.00 საათზე დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები განათლებისა და უცხო ენათა ფილოლოგიის ფაკულტეტების აკადემიურ პერსონალთან, ხოლო 28 ოქტომბერს 15.00 საათზე შეხვედრა ენების ცენტრში.