წიგნის დაჯავშნა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში:

  1. წიგნის სახლში სარგებლობისთვის შეკვეთა შესაძლებელია ელექტრონულად;
  2. ლიტერატურის ადგილზე საკითხავად შეგიძლიათ პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს.
  • მკითხველი ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობის ადგილისა და ვადების შესახებ ინფორმაციას იღებს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ.ფოსტის საშუალებით.
  • დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში.
  • წიგნის ელექტრონული შეკვეთისთვის, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა. გთხოვთ, წიგნის ავტორი და სათაური ჩაწეროთ იმ ენაზე, რომელზეც გსურთ მისი წაკითხვა. ქართულენოვანი ლიტერატურის ელ. შეკვეთისას კი, გამოიყენოთ ქართული უნიკოდი – Sylfaen.
  • გაითვალისწინეთ, რომ წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმაში ზუსტად უნდა მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება.
  • იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდის –nplg.gov.ge ან ილიაუნის ელექტრონული კატალოგის- opac.iliauni.edu.ge საშუალებით.

დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.მისამართზე: librarian@iliauni.edu.ge

გისურვებთ წარმატებებს!

Facebook