ბიბლიოთეკის სულხან-საბა ორბელიანის დარბაზში შესაძლებელია ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა და გამოყენება.
- ვის შეუძლია ჯგუფური მუშაობის ოთახით სარგებლობა:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს).
- რამდენ ჯგუფს შეუძლია ოთახით ერთდროულად ისარგებლოს?
ოთახის დაჯავშნა, ერთდროულად, შეუძლია 3 ჯგუფს. ჯგუფში დაშვებულია მაქს. ხუთი წევრი.
- რა დროით არის შესაძლებელი ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა?
დღის განმავლობაში ოთახით სარგებლობა შესაძლებელია მაქსიმუმ ოთხი საათით.
- როგორ ხდება ოთახის დაჯავშნა?
ჯგუფური მუშაობის ოთახის გამოყენება შესაძლებელია წინასწარი დაჯავშნის საფუძველზე.
- სერვისის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს.
- აქვე იხილეთ დაჯავშნის ინსტრუქცია.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მუშაობის დაწყებამდე აუცილებელია პირადობის მოწმობის ბიბლიოთეკართან დატოვება!
მის: ი. ჭავჭავაძის #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401