ScienceDirect – არის მსოფლიოში ავტორიტეტული სამეცნიერო ელექტრონული ბაზა, რომელიც მოიცავს 2000 დასახელების ჟურნალს, ჯამში ორ მილიონზე მეტი სტატიის სრულ ტექსტს. ScienceDirect ძირითადად ორიენტირებულია ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებზე, შედარებით მცირე რაოდენებით არის წარმოდგენილი სოციალური და ჰუმანიტარული მიმართულებები. უფრო დაწვრილებით იხილეთ ქვემოთ:
- ბიზნესი
- ფინანსები
- მენეჯმენტი
- მარკეტინგი
- საინჟინრო მეცნიერებები
- მექანიკის ინჟინერია
- ატომური ინჟინერია
- რადიოლოგიური მეცნიერებები
- ბიო სამედიცინო ინჟინერია
- ჯანდაცვა
- ასტრონომია
- ასტროფიზიკა
- გეოლოგია
- მათემატიკა
- ფიზიკა
- ურბანული დაგეგმარება
- ეკონომიკა
- სოციალური მეცნიერებები
- ჰუმანიტარული მეცნიერებები
ძიების ინსტრუმენტები საშუალებას აძლევს დაინტერესებულ პირს, სწორად მოახდინოს მისთვის რელევანტური მასალის მოძიება. დაწვრილებითი ინსტრუქციები (როგორც ვიდეო ასევე საპრეზენტაციო გაიდები) შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკითხველებისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო სტატიები, რომლებიც გამოქვეყნდა ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
ელექტრონული ბაზის შეძენა განხორციელდა საქართველოს განათლების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.