საზაფხულო სკოლა
2011 წლის 11-22 ივლისს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა უკვე მეორედ უმასპინძლებს საზაფხულო სკოლას, რომელიც TEMPUS-ის პროექტის “ახალი საბიბლიოთეკო და საინფორმაციო მეცნიერებების სამაგისტრო პროგრამა” ფარგლებში ჩატარდება. საზაფხულო სკოლის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ პროფესიონალები საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ბიბლიოთეკებიდან და უნივერსიტეტებიდან.
საზაფხულო სკოლის ლექციების თემებია: ინფორმაციული წიგნიერება ოცდამეერთე საუკუნეში და ინფორმაციის სფეროში მოღვაწე პროფესიონალების როლი, ელექტრონული ბიბლიოთეკები, მონაცემთა ხარისხი.
ლექციებს წაიკითხავენ ნაზლინ ბჰიმანი (კემბრიჯის უნივერსტიტეტი, დიდი ბრიტანეთი), ელენა კორრადინი (პარმას უნივერსიტეტი, იტალია), ანიტა იანსონი (რეზეკნე, ლატვია) და ვიტტორე კასაროსა (პიზას უნივერსიტეტი, იტალია).
საზაფხულო სკოლის მსვლელობისას იგეგმება ერთდღიანი სემინარების მოწყობა თემებზე: დიგიტალური ბიბლიოთეკები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და ბიზნესპროცესების მენეჯმენტი. გარდა ამისა, ჩატარდება ფართო აუდიტორიისთვის განკუთვნილი ლექციები დიგიტალური ობიექტების გრძელვადიანი დაცვის, მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის და საოჯახო წიგნიერების შესახებ.
საზაფხულო სკოლისა და სემინარების სამუშაო ენაა ინგლისური. საჯარო ლექციები ჩატარდება ქართული თარგმანით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დირექტორის მოადგილეს თამარ ჯანაშიას ( tamar.janashia@iliauni.edu.ge ).