საზაფხულო განრიგი
ძვირფასო მკითხველებო,
გაცნობებთ, რომ საზაფხულო არდადეგებთან დაკავშირებით, იცვლება ბიბლიოთეკის დარბაზების მუშაობის განრიგი.



არდადეგების პერიოდში, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით, 10:00-19:00 საათებში მუშაობას განაგრძობს შემდეგი დარბაზები:
სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი (მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი B401)
ილიას სამკითხველო დარბაზი (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, E 249)
ელექტრონული შეკვეთის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება როგორც ლიტერატურის ოთახის წიგნების, ასევე ალექსანდრე ქართველის დარბაზში განთავსებული რესურსით სარგებლობა.
ალექსანდრე ქართველისა და ლიტერატურის ოთახიდან გატანილი წიგნების დაბრუნება შესაძლებელი იქნება სულხან-საბა ორბელიანისა და ილიას დარბაზებში.
გისურვებთ სასიამოვნო დასვენებას!