სამკითხველო დარბაზები იხსნება
ძვირფასო მკითხველებო,
მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ 13 სექტემბრიდან მუშაობას განაახლებს ილიაუნის ბიბლიოთეკის დარბაზები და კომპიუტერული რესურსცენტრები:
— ილიას დარბაზი (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5 E კორპუსი)
— სულხან-საბა ორბელიანის დარბაზი (მის:ი. ჭავჭავაძის #32, B კორპუსი, მეოთხე სართული, ოთახი 401)
— კომპიუტერული რესურსცენტრი A 207
— კომპიუტერული რესურსცენტრი E 201 სამუშაო საათები: ორშაბათი – პარასკევი 10:00-დან 18:00 საათამდე.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ:
• სამკითხველო დარბაზით სარგებლობის, წიგნის გატანა/დაბრუნების და კომპიუტერით სარგებლობისათვის აუცილებელია წინასწარ დაჯავშნოთ თქვენთვის სასურველი სერვისი. სერვისის დასაჯავშნად მიჰყევით ბმულს. http://booking.iliauni.edu.ge/
• აღნიშნულ სივრცეებში ყოფნის დროს სავალდებულოა პირბადის გამოყენება და ყველა იმ რეგულაციის დაცვა, რომელიც მოქმედებს ქვეყანაში შექმნილი ეპიდემიური სიტუაციიდან გამომდინარე
პატივისცემით,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია
library@iliauni.edu.ge / librarian@iliauni.edu.ge
(+995 32) 2220009 (116)