სამეცნიერო და სასწავლო რესურსების ბაზა Access Medicine
მოგახსენებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის და თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომია სამეცნიერო და სასწავლო რესურსების ბაზა Access Medicine (მედიცინის მიმართულებით).
Access Medicine არის ავტორიტეტული, სანდო და მუდმივად განახლებული სამედიცინო რესურსების კოლექცია, რომელიც მოიცავს წიგნებს, სახელმძღვანელოებს, აუდიო და ვიდეო ფაილებს, ფოტოებს, სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევების ანალიზს და სხვა სახის რესურსებს.
Access Medicine უზრუნველყოფს სამედიცინო პროგრამის სტუდენტებს სხვადასხვა რესურსით, რომლებიც საჭიროა საბაზისო მეცნიერების სწავლისა და პრაქტიკული აქტივობებისთვის; ეხმარება რეზიდენტებს, ექთნებს და ექიმის თანაშემწეებს მყისიერი წვდომით ვიდეოებზე.
აღნიშნული რესურსით სარგებლობისთვის, გთხოვთ, გახსნათ ბმული და ჩამონათვალში მოძებნოთ Access Medicine – https://library.iliauni.edu.ge/elibrary/sametsniero-bazebi/
მოცემული ბაზა ხელმისაწვდომია როგორც უნივერსიტეტის ტერიტორიიდან, ასევე, კამპუსის მიღმა.