საჯარო ლექცია თემაზე “მონაცემთა ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმები”
ლექციას წაიკითხავს რეზეკნეს (ლატვია) უნივერსიტეტის პროფესორი, ანიტა იანსონე.
საჯარო ლექცია დაიგეგმა TEMPUS-ის მიერ განხორციელებულ საზაფხულო სკოლის “ინფორმაციის მენეჯმენტი” ფარგლებში.
ლექცია ჩატარდება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსის 101-ე აუდიტორიაში (ი. ჭავჭავაძის 32, პირველი სართული). უზრუნველყოფილი იქნება ქართული თარგმანი.