საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის აცხადებს ღია კონკურსს საბიბლიოთეკო მომსახურების განყოფილების უფროსი სპეციალისტის ვაკანტურ თანამდებობაზე 2011 წლის 12 იანვრიდან.
სამუშაოს ზოგადი აღწერა
ბიბლიოთეკის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულების ჩამოყალიბება და კმაყოფილი მომხმარებლის რაოდენობა მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული მაღალი ხარისხის მომსახურებაზე. მომსახურების მთავარი დანიშნულებაა, მკითხველს შეუქმნას პოზიტიური და კეთილგანწყობილი სამუშაო გარემო და გაუწიოს მას ინფორმაციული საჭიროებების შესაბამისი დახმარება.
სამუშაო დატვირთვა: სრული ან ნახევარი განაკვეთი.
სამუშაო დრო: პირველი ცვლა ორშაბათი-პარასკევი (09.00-18.00, ერთი საათი შესვენება); საღამოს ცვლა ორშაბათი-პარასკევი (18:00-21:00) და შაბათ-კვირა (10:00-18:00).
ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: სრულ განაკვეთზე – 680 ლარი; ნახევარ განაკვეთზე – 380 ლარი.
ძირითადი მოვალეობები
- საბიბლიოთეკო მომსახურების უზრუნველყოფა მკითხველის ინდივიდუალური ინფორმაციული საჭიროებებიდან გამომდინარე;
- მკითხველისთვის კეთილგანწყობილი და სამუშაო ატმოსფეროს შექმნა;
- ბიბლიოთეკის მკითხველის საინფორმაციო რესურსების მოძიებაში კონსულტირება და დახმარების გაწევა;
- მკითხველისთვის სასურველი მასალის მოძიების ალტერნატიული გზებისა და საშუალებების შეთავაზება;
- მკითხველის დახმარება, სხვადასხვა წყაროდან ინფორმაციის მოძიების ეფექტური გზებისა და საშუალებების განსაზღვრაში;
- მკითხველისთვის საინტერესო საკითხზე ბიბლიოგრაფიული კვლევის ჩატარებაში დახმარების გაწევა;
- სხვადასხვა ტიპის ბიბლიოგრაფიების შედგენა;
- მკითხველისთვის საბიბლიოთეკო ფონდების, ელექტრონული რესურსების, საცნობარო რესურსებისა და კატალოგების გამოყენების შესახებ ინსტრუქტაჟის მიცემა;
- სხვადასხვა პროექტში მონაწილეობა.
განათლება და კომპეტენცია
- უმაღლესი განათლება;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- შემოქმედებითობა;
- ინსტრუქციის შესაბამისად მოქმედების უნარი;
- ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- მოტივაციის მაღალი დონე;
- ინფორმაციის დახარისხების უნარი;
- ინტერნეტში ძიების უნარი;
- კვლევის უნარი;
- პრობლემების გადაჭრის უნარი;
- დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
- ქართულ ენაზე გამართული წერითი და ზეპირი მეტყველების უნარი.
- უცხო ენების ცოდნა: ინგლისური B1 დონე (სასურველია).
- საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის კარგად განვითარებული უნარი.
კონკურსის ფორმატი
I ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
II ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
III ეტაპი – გასაუბრება;
IV ეტაპი – ტრენინგები;
V ეტაპი – საბოლოო შედეგების გამოქვეყნება.
კონკურსის ვადები
31.01.11 – საბუთების მიღების დასრულება;
4.02.11 – პირველი ეტაპი – ტესტირება ზოგად უნარებში;
10.02.11 – მეორე ეტაპი – კომპიუტერთან მუშაობის უნარ-ჩვევების დემონსტრირება;
14.02.11 – გასაუბრება;
17.02.11 – შედეგების გამოცხადება;
21.02.11 – ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისთვის;
28.02.11 – საბოლოო შედეგების გამოცხადება.
წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ (სასურველი ვაკანტური თანამდებობისა, სამუშაო განაკვეთისა და სამუშაო ცვლის მითითებით);
- CV;
- მოტივაციის წერილი.
დაინტერესებულ პირებს უფლება აქვთ განაცხადი შემოიტანონ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის რამდენიმე ვაკანტურ თანამდებობაზე.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა მითითითებული დოკუმენტები უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით.
კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის 18 იანვარს 17:00 საათზე.
მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია.