რიდერი

I. რიდერის დანიშნულება

რიდერი – სასწავლო კურსისთვის სავალდებულო სამეცნიერო ლიტერატურის  მზა კრებული არის ყველაზე სწრაფი და მოხერხებული საშუალება სასწავლო კურსისთვის სავალდებულო საინფორმაციო რესურსების (წიგნი, პერიოდული გამოცემა, ელექტრონული რესურსი და ა.შ.) ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად.

რიდერი მზადდება იმ მასალებით, რომლებიც მითითებულია სასწავლო კურსის სილაბუსში ძირითად ლიტერატურად და არ არის ხელმისაწვდომი ბიბლიოთეკაში.

რიდერი დასამზადებლად ბიბლიოთეკას საავტორო უფლებების დაცვის მიზნით შეუძლია გამოიყენოს ერთი საინფორმაციო რესურსის მხოლოდ 40%.

II. პასუხისმგებლობა რიდერის დამზადებაზე

ბიბლიოთეკის ადმინისტრაცია უზრუნველყოფს რიდერი ელექტრონული და ბეჭდური ვერსიის მომზადებას და განთავსებას ფიზიკურ და ვირტუალურ სივრცეში.

III. რიდერის ხელმისაწვდომობა

  • რიდერი ელექტრონული ვერსია ხელმისაწვდომია სასწავლო კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტებისათვის ონლაინ სივრცეში.
  • რიდერი ნაბეჭდი ასლი ხელმისაწვდომია ბიბლიოთეკის დარბაზებში.
  • მსურველს შეუძლია შეუკვეთოს პირადი ასლი print.library@iliauni.edu.ge
 IV. რიდერი ბეჭდური ვერსიის რაოდენობა

ბიბლიოთეკაში ხელმისაწვდომია რიდერი ბეჭდური ვერსიის მინიმუმ ერთი ასლი + კურსზე დარეგისტრირებული სტუდენტების რაოდენობის 10%.

V. აკადემიური პერსონალის პასუხისმგებლობა

ბიბლიოთეკაში სასწავლო რესურსის არარსებობის შემთხვევაში სასწავლო კურსის  ხელმძღვანელი/ლექტორი:

  1. ავსებს ფორმას და აწვდის  ბიბლიოთეკას რიდერი დამზადებისთვის აუცილებელ მასალას ნაბეჭდი ან ელექტრონული ფორმით;
  2. ასლებისა ან დასკანირებული გვერდების წარმოდგენისას აწვდის ბიბლიოთეკას ხარისხიანი (მკვეთრ, გამართულ) მასალას;
  3. ფორმაში მიუთითებს მოსამზადებელი მასალის შემდეგ მონაცემებს (კურსის ხელმძღვანელის სახელი/ გვარი, კურსის დასახელება, სწავლების საფეხური, დასამზადებელი მასალის მოცულობა: საწყისი და ბოლო გვერდი, მაგ.: გვ. 6 – გვ.37);
  4. აწვდის  ბიბლიოთეკას მასალას შესაბამისი კურსის დაწყებამდე მინიმუმ 2 კვირით ადრე.
  5. იცავს შეთანხმებულ ვადებს;
  6. აცნობს სტუდენტებს რიდერი ხელმისაწვდომობის გზებსა და საშუალებებს.

რიდერის დასამზადებლად შესავსები ელექტრონული ფორმა

Facebook