- წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 21 დღის შემდეგ, მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის იმავე დარბაზიდან საინფორმაციო რესურსის მის ფარგლებს გარეთ გატანას;
- წიგნის დაკარგვის შემთხვევაში, თუ დავალიანების პერიოდი არ აღემატება ერთ წელს, მკითხველი ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით. ხოლო თუ დავალიანება აღემატება 1 წელს, მკითხველი დაკარგულ წიგნს ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით და სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით
- დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი;
- მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება.
Facebook