ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზებში შესაძლებელია ბიბლიოთეკის ლეპტოპებით სარგებლობა.
წარმოგიდგენთ სერვისით სარგებლობის წესებსა და პირობებს:
რომელ დარბაზებშია შესაძლებელი ლეპტოპით სარგებლობა?
- ლიტერატურის ოთახში(ი. ჭავჭავაძის #32, ,,ლიგამუსის“ პირველი სართული)
- სულხან–საბას სამკითხველო დარბაზში(ი. ჭავჭავაძის #32, B401)
- ილიას სამკითხველო დარბაზში(ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი # 3/5, E 249)
- ალექსანდრე ქართველის დარბაზში(ქ. ჩოლოყაშვილის გამზირი #3-5, T 402)
ვის შეუძლია სერვისით სარგებლობა?
ბიბლიოთეკის ლეპტოპის გამოყენება შეუძლიათ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან აფილირებულ პირებს (აკადემიურ პერსონალს, სტუდენტებსა და თანამშრომლებს).
ლეპტოპით სარგებლობის ხანგრძლივობა
დღის განმავლობაში სერვისით სარგებლობა ერთი პირისათვის შესაძლებელია მაქსიმუმ ოთხი საათით.
როგორ ხდება სერვისის დაჯავშნა?
ლეპტოპით სარგებლობისათვის მიჰყევით ბმულს: https://booking.iliauni.edu.ge/, ხოლო დაჯავშნის ინსტრუქცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ლეპტოპით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ დარბაზში და ამ პერიოდში თქვენი პირადობის მოწმობა უნდა დატოვოთ ბიბლიოთეკართან!