Pivot TM – საცდელი ვადით
სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
2016 წლის 13 მაისიდან – 13 ივნისამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში აღიარებული ელ. ბაზა Pivot TM .
Pivot TM აერთიანებს მონაცემებს მსოფლიოში მიმდინარე სამეცნიერო გრანტების შესახებ. ის დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მოიძიოს მის დარგში არსებული პროექტები (დაფინანსების შესაძლებლობები).
Pivot TM სამეცნიერო აქტივობის დაფინანსების მოძიების მიზნით უზრუნველყოფს წვდომას მიმდინარე საგრანტო პროექტებზე (სამთავრობო და კერძო ფონდები), რომლის ჯამური ღირებულება 44 მილიარდი ამერიკული დოლარია.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისთვის, გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს. მარჯვნივ, ზედა კუთხეში ნახეთ Sign Up, ჩამონათვალში აირჩიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და შესაბამის ველში შეიყვანეთ ილიაუნის კორპორატიული მეილი. ამის შემდეგ, ელ. ფოსტაზე მიიღებთ შეტყობინებას რომ თქვენი ანგარიში გააქტიურდა (დეტალური ინსტრუქცია იხილეთ აქ: Pivot – User Guide).
Pivot TM ხელმისაწვდომია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან, ასევე მის მიღმა.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ აღნიშნული ბაზაზე წვდომა შესაძლებელია მხოლოდ ერთი თვის განმავლობაში.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ librarian@iliauni.edu.ge