Pivot RP საცდელი ვადით
2024 წლის 17 იანვრიდან ერთი თვის ვადით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას საერთაშორისო პლატფორმაზე – Pivot RP.
Pivot RP აერთიანებს მონაცემებს მსოფლიოში არსებულ სამეცნიერო გრანტების შესახებ. ის დაინტერესებულ პირს საშუალებას აძლევს მოიძიოს მის დარგში არსებული პროექტები (დაფინანსების შესაძლებლობები).
Pivot RP სამეცნიერო აქტივობის დაფინანსების მოძიების მიზნით უზრუნველყოფს წვდომას მიმდინარე საგრანტო პროექტებზე (სამთავრობო და კერძო ფონდები), რომლის ჯამური ღირებულება 44 ბილიონი ამერიკული დოლარია.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომა შესაძლებელია მოცემულ ბმულზე: https://pivot.proquest.com
ინსტრუქცია: ბმულის გახსნის შემდეგ, ზედა მარჯვენა კუთხეში მომხმარებლის სიმბოლოსთან იხილეთ ღილაკი Create an Account, შემდეგ კი აირჩიეთ – Use Email Address/Create Password. შეავსეთ სავალდებულო ველები (მიუთითეთ ილიაუნის კორპორატიული ფოსტის მისამართი) და აფილირებული წევრი ინსტიტუციების ჩამონათვალში აირჩიეთ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. დაასრულეთ ანგარიშის შექმნა და თქვენ მიერ მითითებულ მეილზე გამოგეგზავნებათ რეგისტრაციის დასადასტურებელი მეილი. მასში არსებული ლინკის დადასტურების შემდეგ, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ რეგისტრაციისას მითითებული მეილი და პაროლი.
Pivot RP ხელმისაწვდომია როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან, ასევე მის მიღმა.