მიღება სამაგისტრო პროგრამებზე
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი 2016-2017 სასწავლო წლისათვის აცხადებს მიღებას შემდეგ სამაგისტრო პროგრამებზე:
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო პროგრამები იხილეთ ბმულზე
მისაღები ადგილების რაოდენობა პროგრამების მიხედვით იხილეთ აქ.
შენიშვნა: გასაუბრების/გამოცდის/ესეს/სამოტივაციო წერილის/პორტფოლიოს შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თითოეული პროგრამის გასწვრივ მოცემულ ბმულზე.
მიმართულება: ჰუმანიტარული მეცნიერებები
1. უცხო ენათა ფილოლოგია (ანგლისტიკა, გერმანული ფილოლოგია, რომანული ფილოლოგია) და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა
ანგლისტიკის მიმართულებისათვის – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ტესტი/გასაუბრება
გერმანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება გერმანულ ენაზე
რომანული ფილოლოგიის მიმართულებისათვის – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესე
შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის მიმართულებისათვის – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
2. გამოყენებითი უცხო ენები და საერთაშორისო მოლაპარაკებები/ეკონომიკა (ევროპული-რუსული-აღმოსავლური) –შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გამოცდა
3. გამოყენებითი ენათმეცნიერება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
4. ფილოსოფია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: სამოტივაციო წერილი, გასაუბრება
5. შუა საუკუნეების კვლევები (ენა, ლიტერატურა, ისტორია, ფილოსოფია, ხელოვნების ისტორია, რელიგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
6. არქეოლოგია – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
მიმართულება: ხელოვნება
7. სახელოვნებო თეორიის და პრაქტიკის კვლევები და კულტურის მენეჯმენტი -შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:გასაუბრება
მიმართულება: განათლება
8. განათლების ადმინისტრირება-შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა:
გასაუბრება/პორტფოლიო – სკოლის/ზოგადი განათლების ადმინისტრირება
გასაუბრება/პორტფოლიო – უმაღლესი განათლების ადმინისტრირება
9. ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/ საგნობრივი ჯგუფის (ქართული ენისა და ლიტერატურატურის, მათემატიკის, საზოგადოებრივი მეცნიერებების, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული)) მასწავლებელი- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესე, გასაუბრება , ესე – უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებლის მიმართულებაზე.
შენიშვნა: პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველს დამთავრებული უნდა ჰქონდეს შესაბამისი მიმართულების 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა.
10. სპეციალური განათლება – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
მიმართულება: სოციალური მეცნიერებები
11. ფსიქოლოგია (სოციალური ფსიქოლოგია, განათლების ფსიქოლოგია, კლინიკური ფსიქოლოგია) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესე, გასაუბრება
12. მედია, ჟურნალისტიკა და კომუნიკაცია: პრაქტიკა, კვლევა – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: ესე, გასაუბრება
შენიშვნა: აღნიშნული პროგრამის საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულება ხორციელდება მილევად რეჟიმში. შესაბამისად, 2016-2017 სასწავლო წლისათვის მიღება განხორციელდება დამოუკიდებლად არსებულ პროგრამაზე ,,საზოგადოებრივი ურთიერთობები“ (იხილეთ პუნქტი 13)
13. საზოგადოებრივი ურთიერთობები: შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ რეზიუმე (CV)
14. პოლიტიკის მეცნიერება (საერთაშორისო ურთიერთობები, ევროპისმცოდნეობა, კავკასიის კვლევები, საბჭოთა კვლევები) – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
15. საჯარო პოლიტიკის ადმინისტრირება- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
16. ადიქციის კვლევები – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა
- გასაუბრება/ესეს შეფასების კრიტერიუმები
- ესე – სააპლიკაციო განაცხადის ფორმა (ივსება ინგლისურ ენაზე)
17. სოციოლოგია- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ რელიგიის კვლევების სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა რეგისტრაციისას წარსადგენ დოკუმენტებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ რეზიუმე (CV).
მიმართულება: ჯანდაცვა
19. ფსიქიკური ჯანმრთელობა- შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
მიმართულება: მიმართულებათაშორისი დარგები
20. სოციალური სამუშაო – შიდა საუნივერსიტეტო გამოცდა: გასაუბრება
რეგისტრაცია
მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის სამაგისტრო საფეხურზე ჩარიცხვის მსურველთა საბუთების მიღება იწარმოებს 2016 წლის 15 აგვისტოდან 2016 წლის 26 აგვისტოს ჩათვლით; ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის C 206 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32 შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან)
მაგისტრატურის საფეხურზე ჩანიშვნის მსურველებმა რეგისტრაციისას უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:
ა) განაცხადი (ივსება ადგილზე);
ბ) პირადობის მოწმობა და მისი ასლი. უცხო ქვეყნის მოქალაქის შემთხვევაში – პასპორტის (ან
პირადობის მოწმობის) სანოტარო წესით დამოწმებული თარგმანი;
გ) 2016 წლის საერთო სამაგისტრო გამოცდის სერტიფიკატი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში – 2016 წლის სამაგისტრო საგამოცდო პლასტიკური ბარათი და მისი ასლი;
დ) ორი ფოტოსურათი და ფოტოსურათების ელექტრონული ვერსია ელექტრონულ მატარებელზე (CD);
ე) უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის – დიპლომის – სანოტარო წესით
დამოწმებული ასლი ან შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა – შესაბამისი ხარისხის მინიჭების შესახებ, რომელშიც მითითებულ უნდა იყოს კვალიფიკაციის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების ნომერი და თარიღი. უცხოეთში მიღებული უმაღლესი განათლების შემთხვევაში – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული განათლების აღიარების დოკუმენტი.
ვ) სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (მხოლოდ ვაჟებისთვის);
ზ) ესე/პორტფოლიო/სამოტივაციო წერილი/რეზიუმე (CV), თუ შესაბამისი პროგრამა ამას მოითხოვს. ესე და სამოტივაციო წერილი მაგისტრანტობის კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ როგორც ამობეჭდილი სახით, ასევე ჩაწერილი ელექტრონულ მატარებელზე – CD დისკზე ვორდის ფორმატში (განათლების ადმინისტრირების პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველებმა, საბუთებთან ერთად, უნდა წარმოადგინონ პორტფოლიოს მხოლოდ ამობეჭდილი ვერსია)
თ) სამაგისტრო პროგრამაზე – ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის საგნის/საგნობრივი ჯგუფის მასწავლებელი (ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, მათემატიკის მასწავლებელი, საზოგადოებრივი მეცნიერებების მასწავლებელი, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებელი, უცხო ენების (ინგლისური, ფრანგული, გერმანული) მასწავლებელი) ჩარიცხვის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი მიმართულების 60 კრედიტიანი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების დამადასტურებელი დოკუმენტი
შენიშვნა: საბუთების მინდობილი პირის მიერ წარმოდგენის შემთხვევაში, მინდობილმა პირმა თან უნდა იქონიოს სანოტარო წესით დამოწმებული მინდობილობა.
შიდა საუნივერსიტეტო გამოცდების ჩატარების და შედეგების გამოცხადების ვადები
შიდასაუნივერსიტეტო გამოცდები პროგრამების მიხედვით ჩატარდება 1-7 სექტემბერს.
პროგრამების მიხედვით შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების ზუსტი თარიღების და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 31 აგვისტოს.
შიდა საუნივერსიტიტეტო გამოცდის/ გასაუბრების/ ესეს/ პორტფოლიოს/სამოტივაციოწერილის შედეგები უნივერსიტეტის ვებგვერდზე გამოქვეყნდება 2016 წლის 8 სექტემბერს.
სააპელაციო პროცედურები
მაგისტრანტობის კანდიდატმა საპრეტენზიო განაცხადი შიდასაუნივერსიტეტო გამოცდების შედეგების შესახებ უნდა წარმოადგინოს 2016 წლის 9, 10 და 12 სექტემბერს, 10:00-დან 18:00 საათამდე (მის: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5, უნივერსიტეტის კანცელარია)
საპრეტენზიო განაცხადებს განიხილავს შესაბამისი მიმართულების სააპელაციო კომისია.
სააპელაციო განცხადებების საფუძველზე განმეორებითი გასაუბრება და/ან ესეების/პორტფოლიოების/ტესტების/სამოტივაციო წერილების შედეგების განხილვა შედგება 2016 წლის 14-15 სექტემბერს.
პროგრამების მიხედვით სააპელაციო გასაუბრებებისგანრიგის და ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია განთავსდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 13 სექტემბერს.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სააპელაციო კომისია განიხილავს მხოლოდ იმ საპრეტენზიო განაცხადებს, სადაც მკაფიოდ და არგუმენტირებულად არის წარმოდგენილი აპელაციის კონკრეტული მიზეზი/მიზეზები.
შედეგების გამოცხადება
მაგისტრანტობის კანდიდატთა რეიტინგული სიები, აპელაციის შედეგების გათვალისწინებით (ჩასარიცხ კანდიდატთა ძირითადი და სათადარიგო სიები), მხოლოდ პირადი ნომრების მითითებით, გამოქვეყნდება უნივერსიტეტის ვებგვერდზე 2016 წლის 16 სექტემბერს.
ხელშეკრულებების გაფორმება
მაგისტრანტობის კანდიდატებთან, რომლებიც წარმატებით გაივლიან საერთო სამაგისტრო და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდებს და, რეიტინგული სიის მიხედვით, მოიპოვებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო საფეხურზე სწავლის გაგრძელების უფლებას, ხელშეკრულება გაფორმდება ქვემოთ მოცემული ინფორმაციის შესაბამისად:
ა) ძირითადი სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2016 წლის 19-20 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, C 206 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32 შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან)
ბ) სათადარიგო სიის მიხედვით ჩასარიცხ კანდიდატებთან – 2016 წლის 22-23 სექტემბერი, 10:00-დან 18:00 საათამდე, C 206 აუდიტორიაში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზ. 32 შემოსასვლელი ფალიაშვილის ქუჩის მხრიდან)
მაგისტრანტობის კანდიდატმა ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა წარმოადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
შენიშვნა: იმ შემთხვევაში, თუ მაგისტრანტობის კანდიდატის ნაცვლად ხელშეკრულებას აფორმებს მინდობილი პირი, მან თან უნდა იქონიოს ნოტარიული წესით დამოწმებული მინდობილობა.
იმ შემთხვევაში თუ მაგისტრანტობის კანდიდატი დარეგისტრირებულია ორ ან მეტ სამაგისტრო პროგრამაზე, ხელშეკრულება გაფორმდება მხოლოდ ერთ პროგრამაზე.
მნიშვნელოვანი ინფორმაცია!
მაგისტრანტობისკანდიდატები, რომლებიც შესაბამის ვადებში არ გააფორმებენ ხელშეკრულებას, დაკარგავენ უნივერსიტეტში ჩარიცხვის უფლებას, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საკონტაქტო ინფორმაცია:
საკონტაქტო პირი: ლიკა ნოზაძე – ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის საინფორმაციო ცენტრის კოორდინატორი
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 200)
ელფოსტა: lika.nozadze.3@iliauni.edu.ge
საკონტაქტო პირი: ნინო კახაძე – ილიაუნის მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტის დეკანის თანაშემწე
ტელ.: 2 22 00 09 (შიდა ნომერი 206)
ელფოსტა: graduateschool@iliauni.edu.ge