Medici.tv EDU საცდელი ვადით
გაცნობებთ, რომ 2022 წლის 15 იანვრის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება მსოფლიოში ყველაზე დიდი მუსიკალური პლატფორმა – Medici.tv EDU.
Medici.tv EDU აერთიანებს 3500 მუსიკალური ნაწარმოებს, 2500-მდე ოპერის, ბალეტისა და საცეკვაო წარმოდგენების ვიდეოს, 1500-მდე კონცერტის ცოცხალ ჩანაწერს.
წარმოდგენილი კოლექცია მოიცავს პარიზის, ლონდონის, ბერლინის, ვენის, ნიუ-იორკის ოპერისა და ფილარმონიის დარბაზების ჩანაწერებს. აღსანიშნავია, რომ სრულად წარმოდგენილია წინანდლის ფესტივალის სრული ჩანაწერები.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისათვის მიჰყევით ბმულს, ის ხელმისაწვდომია, როგორც უნივერსიტეტიდან, ასევე, დისტანციურად.