JSTOR არის ციფრული ბიბლიოთეკა, რომელიც მოიცავს 1900-ზე მეტ აკადემიურ ჟურნალს 50-ზე მეტ სფეროში. იგი წარმოადგენს ორგანიზაციას, რომელიც ეხმარება აკადემიურ საზოგადოებას გამოიყენოს ციფრული ტექნოლოგიები იმისთვის, რომ შეინარჩუნოს სამეცნიერო ჩანაწერების არქივი, განავითაროს კვლევა და სწავლება მდგრადი საშუალებების გამოყენებით. ეს არის ბაზა, რომელიც ერთ სივრცეში მოიცავს ჟურნალებს, წიგნებს და პირველად წყაროებს, სადაც შესაძლებელია საჭირო ინფორმაციის მოძიება ჟურნალის სათაურით ან თემატიკით, ასევე შესაძლოა მოძიებულ იქნეს სრული ტექსტი ან ციტირებები. სწორედ მისი მოქნილი და კომფორტული საძიებლის გამო 2013 წელს JSTOR დასახელებული იქნა საუკეთესო მონაცემთა ბაზად.
დღეისათვის JSTOR-ს იყენებს 160 ქვეყნის 8000-მდე დაწესებულება, და მათ შორის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.