ინფორმაციული წიგნიერების პედაგოგი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს სწავლების საბაკალავრო საფეხურზე სასწავლო კურსის “ინფორმაციული წიგნიერება” პედაგოგთა შესარჩევად.
1. დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი სახის დოკუმენტაცია შემდეგ მისამართზე vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 6 იანვრიდან 2011 წლის 30 იანვრის ჩათვლით. გთხოვთ საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება:
დოკუმენტაციის ნუსხა:
- განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ;
- CV;
- კვლევითი ვებ-პროექტი, რომელიც წარმოაჩენს კონკურსანტის მიერ კვლევაში ტექნოლოგიების გამოყენების კომპეტენციებს (ვებ-პროქტის შეფასების კრიტერიუმები იხილეთ თანდართულ დოკუმენტში);
2. კონკურსის ჩატარების ფორმატი
- წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით კანდიდატთა შერჩევა (პირველი ეტაპი)- 2011 წლის 4 თებერვალი;
- პრაქტიკული/ლაბორატორიული სამუშაო (მეორე ეტაპი) – 2011 წლის 7 თებერვალი;
- დაგეგმვა/პრეზენტირება (მესამე ეტაპი) – 2011 წლის 10 თებერვალი;
- კონკურსის შედეგების გამოცხადება – 2011 წლის 14 თებერვალი;
- ტრენინგები შერჩეული კანდიდატებისათვის – 2011 წლის 17 თებერვალი;
3. დეტალური ინფორმაცია სამუშოს აღწერის, სასწავლო კურსის შინაარსისა და მიზნების, კონკურსანტთა კომპეტენციების/საკვალიფიკაციო მოთხოვნების, კონკურსის ჩატარების პირობებისა და ფორმატის შესახებ იხილეთ თანდართულ დოკუმენტებში.
4. კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 2011 წლის, 11 და 12 იანვარს 18:00 საათზე ილიას სახელმწიფო უნვიერსიტეტის შენობაში. მისამართი: ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირი 3/5, მე-3 სართული, ოთახი №E322.
შესავალი ინფორმაცია, ინფორმაციული წიგნიერების კონკურსის შესახებ, კურსის სილაბუსი, პრეზენტაციის შეფასების კრიტერიუმები, სასწავლო გეგმის ნიმუში, სასწავლო გეგმის შეფასების კრიტერიუმები.