HeinOnline – საცდელი ვადით
2024 წლის 23 იანვრის ჩათვლით, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – HeinOnline.
HeinOnline წარმოაჩენს სამართლის განვითარების ისტორიას 1800 დასახელების პერიოდული ჟურნალების საშუალებით; ამასთან ერთად, HeinOnline მოიცავს კონგრესის ჩანაწერებს, ერთა ლიგისა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ხელშეკრულებების სერიებს, ფედერალური რეესტრის არქივს 1936 წლიდან.
HeinOnline გთავაზობთ დოკუმენტების ბეჭდური ფორმატის ზუსტ გამოსახულებებს, რაც ნიშნავს, ყველა ცხრილი, გრაფიკი, სურათი, ხელნაწერები თუ ფოტოსურათები მოცემულია ორიგინალში.
აღნიშნული რესურსის გამოყენება შესაძლებელია მოცემულ ბმულებზე:
დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, გთხოვთ, მოგვწერეთ: librarian@iliauni.edu.ge