Encyclopedia Britannica

Encyclopedia Britannica დაარსდა 1768 წელს შოტლანდიაში და წლების მანძლზე დაიმკვიდრა სახელი, როგორც ყველაზე სანდო და საიმედო საინფორმაციო წყარო. დროთა განმავლობაში იზრდებოდა მისი რეპუტაცია, ისევე როგორც მისი მოცულობა და მე-20 საუკუნეში კომპანიამ მოიცვა ახალი სფეროები და ახალი პროდუქტები, როგორიცაა ენის სწავლება, კლასიკური ფილოლოგია, საგანმანათლებლო მედია და რეფერირებადი საინფორმაციო რესურსები სხვადასხვა ენაზე. 1981 წელს კომპანიამ გამოაქვეყნა მისი პირველი ციფრული ენციკლოპედია, რომლის წარმოუდგენელმა წარმატებამ შეცვალა კომპანიის ფორმატი და იგი თითქმის მთლიანად ციფრულ კომპანიად გარდაქმნა. დღეისათვის “Encyclopedia Britannica” არის ონლაინ ბაზა, რომელიც მოიცავს 120.000-ზე მეტ სტატიას, რომელიც ყოველდღიურად ახლდება. ასევე ბრიტანიკა გვაძლევს საშუალებას მივიღოთ ყოველდღიური განახლებები და ბმულები ახალი ამბების შესახებ The New York Times და BBC-ს ბაზებიდან. 2010 წელს გამოიცა ბრიტანიკას ბოლო ნაბეჭდი ვესია. მას შემდეგ კომპანია წინსვლას განაგრძობს მხოლოდ ციფრული ფორმატით.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებელს აქვს წვდომა “Encyclopedia Britannica”-ზე და მისი გამოყენების პრივილეგია.

Facebook