ელექტრონიზაციის პროექტი
საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის პროექტის თანამშრომლის პოზიციაზე მესამე ტურში შერჩეული კანდიდატები (ნუსხა იხ. აქ ) საბოლოო გამოცდისთვის უნდა მოემზადონ დამოუკიდებლად, ქვემოთ მითითებული მასალების დახმარებით:
- საინვენტარო ჟურნალების ელექტრონიზაციის ინსტრუქცია, იხილეთ აქ.
- საინვენტარო ჟურნალების ელექტრონული ფორმა (Excel), იხილეთ აქ.
- ხელნაწერი საინვენტარო ჟურნალის ნიმუში, იხილეთ აქ (ან ჩამოტვირთეთ).
- იმისათვის, რომ კანდიდატებმა მიიღონ პასუხი ყველა კითხვაზე, გაიმართება ერთი საინფორმაციო შეხვედრა. შეხვედრაზე დასწრება სავალდებულო არ არის.
- საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება ოთხშაბათს, 23 თებერვალს, 16:00 საათზე. მისამართი: ქ. ჩოლოყაშვილის გამზ. 3-5, მე-3 სართული, ოთახი # E322.
- საბოლოო გამოცდაზე კანდიდატებს დაევალებათ მოცემული ნიმუშის მსგავსი საინვენტარო ჟურნალის ელექტორნულ ფორმატში შეყვანა მოცემული ინსტრუქციის დაცვით. გამოცდა გაგრძელდება 2 საათის განმავლობაში. შეფასება მოხდება შესრულებული სამუშაოს ხარისხისა და რაოდენობის მიხედვით.
- საბოლოო გამოცდა ჩატარდება პარასკევს, 25 თებერვალს, 12:30-15:00 საათზე. მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. #32, მე-2 სართული, ოთახი #A 208.
- საბოლოო შედეგები გამოცხადდება ორშაბათს, 28 თებერვალს, 18:00 საათამდე.