Edward Elgar Publishing Journals

Edward Elgar Publishing Journals კოლექცია სამართლის, ეკონომიკის, მენეჯმენტისა და ლიდერობის მიმართულებით ხუთ წამყვან, საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალს მოიცავს.

The Edward Elgar Publishing განვითარების კვლევების ელ-წიგნების კოლექცია მოიცავს  288 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ტექსტს, რომლებიც 2015 ან წინა წლებში გამოიცა.  ბაზა წარმოადგენს ინტერდისციპლინარული წიგნების კოლექციას, რომელიც განვითარების სფეროს მრავალ მიმართულებას ფარავს. მათ შორისაა: ფინანსები, ეკონომიკა, ინოვაციის სწავლებები, ინფრასტრუქტურის განვითარება, ჯანმრთელობა, კორპორატიული მმართველობა, საზოგადო და სოციალური პოლიტიკა, მიგრაცია, კვლევის მეთოდები, ინტელექტუალური საკუთრება, საკანონმდებლო რეფორმა და მრავალი სხვა სფერო. კოლექცია სამეცნიერო მონოგრაფიებს, სახელმძღვანელოებსა და ცნობარებს აერთიანებს.

ჟურნალებიცა და ელ-წიგნებიც Edward Elgar Publishing-ის ერთ პლატფორმაზეა www.elgaronline.com  ხელმისაწვდომი. ეს არის ერთადერთი ვებ-გვერდი, სადაც მოთავსებულია The Edward Elgar Publishing-ის თავდაპირველი რესურსები. მათ შორის: მონოგრაფიები, სახელმძღვანელოები, ცნობარები და ჟურნალები.

Facebook