“Directory Of Open Access Journals” დაარსდა 2003 წელს შვედეთში, ლუნდის უნივერსიტეტში და მოიცავდა 300-მდე ღია წვდომის ჟურნალს. დღეისათვის ეს რიცხვი გაიზარდა 10000-მდე და მოიცავს ისეთ სფეროებს როგორიცაა: ეკონომიკა, პოლიტიკა, საინჟინრო, ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები, მედიცინა, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებები. “Directory Of Open Access Journals” მიზნად ისახავს იყოს ყოვლისმომცველი და აერთიანებდეს ყველა ღია წვდომის სამეცნიერო ჟურნალს, იმისათვის რომ გახდეს ამომავალი წერტილი ყველა სახის ინფორმაციის მომძიებლისათვის, თავისი ხარისხის, პროფესიონალური რეცენზირებისა და რაც მთავარია ღია წვდომის ხარჯზე.
Facebook