ბიბლიოთეკის შესახებ

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა – სასწავლო კვლევითი სივრცე – ემსახურება ყველას, განურჩევლად ასაკისა, იურიდიული, სოციალური, კულტურული, რელიგიური, ეთნიკური და მოქალაქეობრივი სტატუსისა.

ბიბლიოთეკის მრავალფეროვანი ფონდი მოიცავს სხვადასხვა ენაზე შესრულებულ 2 მილიონამდე მონოგრაფიას, სახელმძღვანელოს, პერიოდულ გამოცემას, ელექტრონულ რესურსს და ა.შ. ბიბლიოთეკა ზრუნავს და პასუხს აგებს არსებული კოლექციების დაცვასა და განვითარებაზე; მომხმარებლისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით,  მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და ადვილად გამოყენებადს ხდის საინფორმაციო რესურსებს.

ბიბლიოთეკა მდიდარია ელექტრონული რესურსების კოლექციით. მომხმარებელს ჩვენ ვთავაზობთ მსოფლიოში ცნობილ აკადემიურ ბაზებს, ასევე – ინდექსებისა და აბსტრაქტების ბაზებს, ელექტრონულ ბიბლიოთეკებსა და სხვა აკადემიურ ინსტრუმენტებს, რომელთა საშუალებითაც უზრუნველვყოფთ მაღალი დონის კვლევის ჩატარებას და ხარისხიანი სწავლების განხორციელებას.

დეტალური ინფორმაცია ელექტრონული რესურსების შესახებ იხილეთ მოცემულ ლინკზე.

ილიაუნის ბიბლიოთეკა მომხმარებელს ემსახურება 9 სამკითხველო დარბაზით, 2 კომპიუტერული რესურს-ცენტრითა და სატრენინგო სივრცით. დარბაზების ჩამონათვალი იხილეთ მოცემულ ლინკზე

Facebook