Britannica Image Quest საცდელი ვადით
ძვირფასო სამეცნიერო ბაზების მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – Britannica Image Quest.
Britannica Image Quest გთავაზობთ წვდომას მილიონობით გამოსახულებასა თუ სურათზე, რომლებსაც მსოფლიოს საუკეთესო ბიბლიოთეკები გთავაზობენ. ის წარმოადგენს ვებ-გვერდს, სადაც თავმოყრილია სურათები ნებისმიერ თემაზე, თითოეულ ფოტოსურათს თუ ილუსტრაციას თან ახლავს დამატებითი მონაცემები, მათ შორისაა: წყარო, ინფორმაცია საავტორო უფლების მქონე პირზე, სათაური და ძირითადი ტერმინები.
აღნიშნულ ბაზაზე წვდომისთვის მიჰყევით ბმულს,
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამეცნიერო ბაზა ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.