ალფრედ მოსინგის მოხსენება ავსტრიულ ბიბლიოთეკაში
ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტის ავსტრიული ბიბლიოთეკა გაცნობებთ, რომ 2009 წ. 1-3 ოქტომბერს ილია ჭავჭავაძის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუმრად ეწვევა ვენის დიპლომატიური აკადემიის პროფესორი, აკადემიის ყოფილი რექტორი, ბატონი ალფრედ მისონგი, რომელიც სტუდენტებისა და მასწავლებლებისათვის წაიკითხავს ორ მოხსენებას:
ხუთშაბათს, 1 ოქტომბერს, 13.00 სთ.: ”ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა” (გერმანულ ენაზე)
პარასკევს, 2 ოქტომბერს, 13.00 სთ.: ”ავსტრიის რესპუბლიკის პოლიტიკური გამოცდილებები საბჭოთა კავშირთან მიმართებაში” (ინგლისურ ენაზე)
დასწრება თავისუფალია.
ღონისძიებები ჩატარდება ავსტრიულ ბიბლიიოთეკაში, დარბაზი № 6.
მისამართი: ჩოლოყაშვილის გამზ. 3/5