Alexander Street Press საცდელი ვერსია
ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
2014 წლის 14 მარტიდან ამავე წლის 19 აპრილის ჩათვლით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონული ბიბლიოთეკის Alexander Street Press საცდელი ვერსია.
Alexander Street Press ამ ეტაპზე გვთავაზობს შემდეგ მიმართულებებს:
Music Online – არის ერთ-ერთი უდიდესი ელექტრონული ბაზა მუსიკის მიმართულებით. მოიცავს შემდეგ ქვებაზებს: African American Music Reference, American Song, Classical Music in Video, Classical Music Library, Classical Music Reference Library, Classical Scores Library, Contemporary World Music, Dance in Video, The Garland Encyclopedia of World Music Online, Jazz Music Library, Opera in Video, Smithsonian Global Sound for Libraries. გთხოვთ, იხილოთ ბმული
Anthropology Online – მოიცავს 1800 -ზე მეტ ვიდეო ფაილს და 100,000 მეტ ბეჭდური ტექსების სრულ ვერსიებს ანთროპოლოგიის მიმართულებით. გთხოვთ, იხილოთ ბმული
Ethnographic Video Online – წარმოადგენს ონლაინ რესურს კაცობრიობის კულტურისა და ქცევის ვიზუალური შესწავლისთვის. კოლექცია მოიცავს ჯამში 500 საათზე მეტი ხანგრძლივობის ვიდეო ფაილს, რომელიც ასახავს ცნობილი ეთნოგრაფებისა და ანთროპოლოგების სამუშაოებს. გთხოვთ, იხილოთ ბმული
Theater in Video – მოიცავს 250-ზე მეტ წარმოდგენას, მსოფლიოს წამყვანი თეატრებიდან. ასევე აერთიანებს ინფორმაციულ რესურსებს მსოფლიოში აღიარებულ მსახიობებზე, რეჟისორებზე და სცენარის ავტორებზე. გთხოვთ, იხილოთ ბმული
Alexander Street Press ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან და ლეპტოპებიდან.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.