ახალი სამკითხველო დარბაზი
ძვირფასო მკითხველებო,
გაცნობებთ, რომ 2015 წლის 16 მარტიდან, ჩვენს ბიბლიოთეკას ახალი სამკითხველო დარბაზი შეემატება.
ილიას დარბაზი ერთდროულად 80-მდე მკითხველს მოემსახურება. ეს მრავალფუნქციური სივრცე საშუალებას მოგცემთ ისარგებლოთ:
- ბიბლიოთეკარის მომსახურებით;
- სოციალური, ზუსტი და საბუნებისმეტყველო, ინჟინერიის, მედიცინის, მენეჯმენტის, ტექნოლოგიების,ისტორიის, არქიტექტურისა და დიზაინის მიმართულებების 10 000-მდე ერთეული წიგნადიფონდითა და რიდერით;
- მულტიმედია რესურსებით;
- უსადენო ინტერნეტით;
- ინდივიდუალური და ჯგუფთან მუშაობის შესაძლებლობით;
- წინასწარი დაჯავშნის შემთხვევაში შეხვედრების ოთახით და სხვა.
აქვე მოგახსენებთ, რომ ილიას დარბაზში, პროკრედიტ ბანკის მხარდაჭერით, მოეწყო მულტიმედია კუთხე, რომელიც აპრილის დასაწყისში სრული დატვირთვით ამუშავდება.
გთხოვთ, გვეწვიოთ.
დრო: 16 მარტი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, E კორპუსი (მეორე სართული)