ახალი სამეცნიერო ელექტრონული ბაზა – ElgarOnline
სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
გაცნობებთ, რომ 2016 წლის ივლისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გთავაზობთ წვდომას მსოფლიოში აღიარებულსამეცნიერო ელექტრონულ ბაზაზე – ElgarOnline.
ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომია განვითარების კვლევების კოლექცია, რომელიც აერთიანებს 288 დასახელების ელექტრონული წიგნის სრულ ვერსიას და მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: ფინანსები, საჯარო მართვა, მიგრაცია, ჯანდაცვა, ინტელექტუალური საკუთრება, სამართალი, სოციალური კვლევის მეთოდები. (წიგნების სრული სია იხ. მიმაგრებულ ფაილში).
ამავე ბაზაში ხელმისაწვდომია ედვარდ ელგარის გამომცემლობის (Edward Elgar Publishing) ხუთი დასახელების საერთაშორისო რეფერირებადი ჟურნალი, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სამართალი, ეკონომიკა და მენეჯმენტი.
აღნიშნულ ელ. ბაზაზე წვდომისთვის გახსენით ბმული და ჩამონათვალში მოძებნეთ ElgarOnline.
გამოიყენეთ ბიბლიოთეკის ელექტრონული რესურსები მაღალი ხარისხის, წარმატებული კვლევების ჩასატარებლად.