European Respiratory Journal-ის მიმდინარე იმპაქტ ფაქტორი 21.2-ს შეადგენს. მასში ქვეყნდება კლინიკური და ექსპერიმენტული ნაშრომები, რომლებიც ეხება მოზრდილთა და ბავშვთა რესპირატორული მედიცინის ყველა ასპექტს, მათ შორის უჯრედულ ბიოლოგიას, ეპიდემიოლოგიას, იმუნოლოგიას, ონკოლოგიას, პათოფიზიოლოგიას, იმიჯინგს, ოკუპაციურ მედიცინას, ინტენსიურ თერაპიას, ძილის მედიცინასა და გულმკერდის ქირურგიას.
კვლევითი მასალების გარდა ჟურნალი ასევე აქვეყნებს სარედაქციო კომენტარებს, მიმოხილვებს, მოკლე სამედიცინო წერილებსა და კორესპონტენციას რედაქტორისადმი. სტატიები ქვეყნდება უწყვეტ რეჟიმში.

