ვორკშოპი: სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით – Mendeley 2
20 სექტემბერს, 14:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E307 აუდიტორიაში, ილიაუნის ბიბლიოთეკა, მსოფლიოში აღიარებულ საგამომცემლო კომპანია „ელსევიერთან“ (Elsevier) თანამშრომლობით, თბილისის მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში, გიწვევთ ვორკშოპზე: სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესება ელექტრონული რესურსების გამოყენებით – Mendeley.
Mendeley არის პროგრამა, რომელიც გამოიყენება სამეცნიერო ნაშრომების ორგანიზებისა და გაზიარებისთვის; მისი ონლაინ ვერსია კი წარმოადგენს აკადემიურ სოციალურ ქსელს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით ოთხ მილიონზე მეტი მკვლევარი იყენებს.
ვორკშოპი განკუთვნილია უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალისათვის/მკვლევრებისთვის; დოქტორანტებისა და მაგისტრანტებისთვის; ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და ნებისმიერი დაინტერესებული პირისათვის.
ვორკშოპზე დასწრების მსურველებმა, გთხოვთ, შეავსოთ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა, რომელიც მოცემულია ბმულზე.
საკონტაქტო ინფორმაცია
ელფოსტა: library@iliauni.edu.ge; giga.khositashvili.2@iliauni.edu.ge
დრო: 20 სექტემბერი, 14:00 საათი
ადგილმდებარეობა: E 307 აუდიტორია (ქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი