“BioOne” არის არაკომერციული გამომცემელი, რომელიც მიზნად ისახავს გახადოს სამეცნიერო კვლევები საზოგადოებისათვის მარტივად ხელმისაწვდომი. იგი წარმოადგენს დამაკავშირებელ რგოლს ავტორების, გამომცემლების, პროფესიული საზოგადოებების, აკადემიური ინსტიტუტების და ბიბლიოთეკებისათვის, რომელთაც აერთიანებთ საერთო მიზანი – ინფორმაციის მაქსიმალური გავრცელება. დღეისათვის “BioOne” ემსახურება 140-ზე მეტ საზოგადოებრივ ჯგუფსა თუ გამომცემელს, გააჩნია 4000-ზე მეტი წვდომითი დაწესებულება და მილიონობით მკვლევარი მსოფლიო მაშტაბით. მისი ბაზა მოიცავს მრავალ, მაღალი ხარისხის და ღიად ხელმისაწვდომ სტატიას, რომლებიც ფოკუსირდება ბიოლოგიაზე, ეკოლოგიაზე და გარემოს დაცვაზე.
Facebook