LexisNexis Academic

LexisNexis Academic – წარმოადგენს სამეცნიერო ელექტრონულ ბაზას სამართლის მიმართულებით, რომელიც აერთიანებს 5800-ზე მეტი გამომცემლობის საინფორმაცია რესურსს.  მასში ხელმისაწვდომია ამერიკის ფედერალურ და საშტატო სასამართლოების მასალები, Shepard’s-ის ციტირების სერვისი და  ასობით იურიდიული მიმოხილვა. 17 000 მეტი ბიზნეს, იურიდიული და ახალი ამბების წყარო LexisNexis Academic-ს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ და სრულ საკვლევ ინსტრუმენტად აქცევს. მიიღეთ წვდომა ათასობით გაზეთზე, პერიოდულ გამოცემაზე, ტელევიზიასა და რადიო გადაცემებზე, ახალ ამბებსა და ბლოგებზე, ასევე კორპორატიულ ცნობარებსა და ფინანსურ ინფორმაციაზე.

LexisNexis Academic შესაბამისი შედეგების მარტივად და სწრაფად მიღების საშუალებას გაძლევთ. ახლად შექმნილი ძიების ფორმები ზუსტი კვლევის ჩატარებას უზრუნველყოფს, ხოლო განვითარებული  ინსტრუმენტები კვლევის მთლიან პროცესს აჩქარებს. გაუმჯობესებული და მომხმარებელზე მორგებული ძიების ფორმები შესაძლებელს ხდის მილიონობით სტატიიდან ყველაზე საჭირო ინფორმაციაზე სწრაფად დახვიდეთ.

ძირითადი აკადემიური კვლევის გარდა, რომელიც მომხმარებელს, ერთი კითხვით, მასალის კოლექციაში ძიების საშუალებას აძლევს, LexisNexis Academic დამატებით გთავაზობთ 22 უნიკალურ საგნობრივ და მასალის სპეციფიკურ ძიების ფორმებს. ეს მომხმარებელს ნებას რთავს მოახდინოს ძიების ფოკუსირება გაცილებით ზუსტი ინტერესის სფეროზე იმისთვის, რომ აღმოაჩინოს საკუთარი საკვლევი საკითხის შესაბამისი ავტორიტეტული პუბლიკაციები და რესურსები. ძიების თითოეული ფორმა უზრუნველგყოფთ თქვენზე მორგებული განვითარებული ოფციების წყებითა და პუბლიკაციების საწყისი ნაკრებით.

Facebook