2013 წლის 1 მაისიდან ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა გაძლევთ შესაძლებლობას, ისარგებლოთ Clarivate Analytics-ის მონაცემთა ბაზის ორი მნიშვნელოვანი პროდუქტით: Web of Science და Journal Citation Reports.
აღნიშნული სერვისი ხელმისაწვდომია ილიაუნის ბიბლიოთეკის დარბაზებსა და შიდა ქსელის მომხმარებლებისათვის.
Web of Science უზრუნველყოფს სწრაფ წვდომას მსოფლიოს წამყვან 12,000 მაღალიმპაქტფაქტორიან ჟურნალზე, ღია წვდომის ჟურნალსა და 150,000 კონფერენციის მასალაზე. შესაძლებელია, 1900 წლიდან მოყოლებული ძველი და უახლესი მონაცემების მოძიება მეცნიერებების, სოციალური მეცნიერებების, ხელოვნებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებიდან.
Web of Science -ის საშუალებით შესაძლებელია:
- მაღალ იმპაქტფაქტორიანი სტატიების და კონფერენციის მასალების მოძიება.
- რელევანტური შედეგების გამოვლენა კვლევასთან დაკავშირებულ დარგებში.
- უახლესი ტენდენციების აღმოჩენა, რაც ხელს უწყობს წარმატებული კვლევის წარმოებას.
- მაღალი ციტირების მაჩვენებლის მქონე პოტენციური თანამშრომლების იდენტიფიკაცია.
- ძიების, წერის და ბიბლიოგრაფიის შედგენის პროცესების ინტეგრაცია.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება მონაცემები 2006 წლიდან დღემდე.
ასევე გაცნობებთ, რომ ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის ბიბლიოთეკაში ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს Clarivate Analytics-ის მონაცემთა ბაზითა და ყველა იმ რესურსით, რომელსაც ფლობს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა.