Scopus

Scopus – წარმოადგენს ელ. ბაზას, რომელიც აერთიანებს ბიბლიოგრაფიულ მონაცემებს, აბსტრაქტებსა და ციტირების მაჩვენებლებს 1995 წლიდან დღემდე. ის მოიცავს 5000-ზე მეტი გამომცემლის 21000 დასახელების სამეცნიერო ჟურნალს, ჯამში 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი. სხვადასხვა ინსტრუმენტების გამოყენებით მომხმარებელს საშუალება ეძლევა დადგინოს, გაანალიზოს და ვიზუალურად წარმოადგინოს კონკრეტული ავტორის/სტატიის ციტირების მაჩვენებელი. ელ. ბაზა გვეხმარება მუდმივად ვაკონტროლოთ მსოფლიოში მიმდინარე კვლევების ტენდენცია მეცნიერების, ტექნოლოგიის, მედიცინის, ჰუმანიტარულ და სოციალურ დარგებში. რადგან სამეცნიერო კვლევები თანდათან ხდება გლობალური, ინტერდისციპლინარული და კოლაბორაციული, თქვენ საშუალება გეძლევათ შეაფასოთ ისინი კრიტიკულად და არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მიგნებები.
ელექტრონული ბაზის შეძენა განხორციელდა საქართველოს განათლების სამინისტროს და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით.

Facebook