რუსუდან ჯოჯიშვილი
პოზიცია: ბიზნესის სკოლის დეკანის თანაშემწე
გამოცდილების აღწერილობა: რუსუდან ჯოჯიშვილი 2015 წლიდან მუშაობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანის თანაშემწის პოზიციაზე. ამავე დროს, ბიზნესის სკოლის მოწვეული ლექტორია. 2015 წლამდე მუშაობდა გიდის და ტურ-ოპერატორის პოზიციებზე ტურისტულ კომპანიაში „ორიონ თრეველი“. 2014-2015 წლებში ეკავა ოფისის მენეჯერის პოზიცია სადისტრიბუციო კომპანიაში „ემ-ჯი-ემ სერვისი“. 2013-2014 წლებში იყო კოორდინატორი და თარჯიმანი სამედიცინო კომპანიაში „მანორ მედიქალი“, ხოლო 2012-2013 წლებში – ინგლისური ენის მასწავლებელი ორგანიზაციაში „ჰადარ-გილი” (ქალაქი რიშონ ლე ციონი, ისრაელი).
რუსუდან ჯოჯიშვილმა 2011 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ფილოლოგიის ბაკალავრის ხარისხი ანგლისტიკაში. 2012 წელს სწავლობდა თელ-ავივის (ისრაელი) სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. 2015 წელს კი დაამთავრა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი და მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მენეჯმენტში.
საკონტაქტო ინფორმაცია
✉ rusudan.jojishvili.1@iliauni.edu.ge
➳ ოთახის № E403