The Company of Biologists

The Company of Biologists მომხმარებელს სთავაზობს წვდომას სამ ჰიბრიდულ ჟურნალზე, რომელიც სიცოცხლისა და ცოცხალი ორგანიზმების შემსწავლელი მეცნიერებების გარშემოა თავმოყრილიმიერ. ესენია:  Development (განვითარება), Journal of Cell Science (უჯრედული მეცნიერების ჟურნალი) და Journal of Experimental Biology (ექსპერიმენტული ბიოლოგიის ჟურნალი).

Development არის წამყვანი კვლევითი ჟურნალი განვითარების ბიოლოგიის მიმართულებით. თავისი ხანგრძილივი ისტორიითა და გამოცდილი რედაქტორთა გუნდით, ჟურნალი ერთგულად აქვეყნებს უახლეს კვლევებს ცხოველთა და მცენარეთა განვითარების ბიოლოგიის მთელ სპექტრში. 

Journal of Cell Science აქვეყნებს უახლეს სამეცნიერო ნაშრომებს, რომლებიც მოიცავს ციტოლოგიის ყველა ასპექტს: უჯრედული სიგნალების გადაცემას, უჯრედების მიგრაციას, აგრეგაციას და გაყოფას, ასევე სიმსივნური უჯრედების ბიოლოგიას, იმუნოლოგიას, ნეირობიოლოგიასა და მექანობიოლოგიას.

Journal of Experimental Biology არის წამყვანი ჟურნალი ცხოველთა შედარებით ფიზიოლოგიასა და ბიომექანიკაში. მისი საკვლევი საკითხები მოიცავს ინტეგრაციულ, შედარებით, ეკოლოგიურ და ევოლუციურ ფიზიოლოგიასა და ბიომექანიკას ცხოველებში, მრავალ დონეზე დაწყებული მოლეკულიდან დამთავრებული ორგანიზმამდე. 

 

Facebook