Access Medicine არის ავტორიტეტული, სანდო და მუდმივად განახლებული სამედიცინო რესურსების კოლექცია, რომელიც მოიცავს წიგნებს, სახელმძღვანელოებს, აუდიო და ვიდეო ფაილებს, ფოტო სურათებს, სხვადასხვა სამედიცინო შემთხვევების ანალიზს და სხვა სახის რესურსებს.
Access Medicine უზრუნველყოფს სამედიცინო პროგრამის სტუდენტებს სხვადასხვა რესურსებით, რომლებიც საჭიროა საბაზისო მეცნიერების სწავლასა და პრაქტიკული აქტივობებისთვის; ეხმარება რეზიდენტებს, ექთნებს და ექიმის თანაშემწეებს მყისიერი წვდომით ვიდეოებზე, თვითშეფასებაში და წამყვან სამედიცინო სახელმძღვანელოებზე, რაც ხელს უწყობს გადაწყვეტილების მიღებას მოვლის ადგილზე და საშუალებას აძლევს პრაქტიკოს ექიმებს, გაიღრმაონ თავიანთი სამედიცინო ცოდნა, რათა უზრუნველყონ პაციენტის საუკეთესო შედეგი.