მნიშვნელობა: ილიაუნის ბიბლიოთეკის სერვისების შესახებ ინფორმირება, ხელს შეუწყობს როგორც სტუდენტებს, ასევე მკვლევარებსა და აკადემიურ პერსონალს დამოუკიდებლად, სწრაფად და იოლად მოიძიონ მათთვის საინტერესო სასწავლო და სამეცნიერო წიგნები, სტატიები, ფოტო, ვიდეო და აუდიო მასალა;
ინფორმაციული რესურსების აქტიურ გამოყენება და მათი სოციალიზაცია კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სწავლება-სწავლის პროცესის გაუმჯობესებასა და კვლევითი საქმიანობის ხარისხის ამაღლებას.
მიზანი: საბიბლიოთეკო სერვისების პრაქტიკული გამოყენება სასწავლო და კვლევითი პროცესების გაუმჯობესების მიზნით.
ხანგრძლივობა: 1 სთ
დრო: რეგისტრაციის გავლის შემდეგ 7-10 კაციანი ჯგუფის შევსებისთანავე მიიღებთ შეტყობინებას, სასურველი დროის არჩევის მიზნით.
შინაარსი:
საბიბლიოთეკო სერვისები:
— წიგნის ბიბლიოთეკიდან გატანა
— წიგნის ელექტრონულად შეკვეთა
— ჯგუფური მუშაობის ოთახის დაჯავშნა
— ბიბლიოთეკათშორისი სერვისით სარგებლობა
— ასლის გადაღება და ბეჭდვა
— სხვადასხვა სერვისი
ჩატარების ადგილი: ჩოლოყაშვილის 3/5, E კორპუსი, მეორე სართული, ბიბლიოთეკის ილიას დარბაზის შეხვედრების ოთახი.
ტრენინგზე დასასწრებად, გთხოვთ, შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.