რა პირობებია წიგნის დაგვიანების, დაზიანების ან არდაბრუნების შემთხვევაში?
წიგნის დაბრუნების ვადის გასვლიდან 21 დღის შემდეგ, მკითხველი ვეღარ შეძლებს ბიბლიოთეკის იმავე დარბაზიდან საინფორმაციო რესურსის მის ფარგლებს გარეთ გატანას;
წიგნის დაკარგვის შემთხვევაში, თუ დავალიანების პერიოდი არ აღემატება ერთ წელს, მკითხველი ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით. ხოლო თუ დავალიანება აღემატება 1 წელს, მკითხველი დაკარგულ წიგნს ანაცვლებს იმავე დასახელების წიგნით და სხვა მოთხოვნადი საბიბლიოთეკო ერთეულით
დიპლომის ასაღებად სტუდენტი სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად წარადგენს ე.წ. ,,შემოვლით ბარათს“, რომელიც დაადასტურებს, რომ მას არ აქვს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანება. უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის დავალიანების მქონე სტუდენტზე არ გაიცემა დიპლომი;
მკითხველის მიერ ბიბლიოთეკის რესურსისა და ინვენტარის დაზიანების შემთხვევაში ბრალეულობის დადგენისას მკითხველს ეკისრება შესაბამისი პასუხისმგებლობა და ზარალის სრული ანაზღაურება.