კონკურსი სკოლის მოსწავლეებისთვის – სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს სახალისო სამეცნიერო ექსპერიმენტების კონკურსს სკოლის მოსწავლეებისთვის.
გადაიღეთ სახალისო და კრეატიული სამეცნიერო ვიდეოექსპერიმენტი და 20 სექტემბრამდე გამოგვიგზავნეთ პირად შეტყობინებად Facebook-გვერდზე: Iliauni Science Picnic ან ელექტრონულ მისამართზე:sciencepicnic@iliauni.edu.ge
- ვიდეოფაილების მიღების ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი.
- ვიდეოს ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2 წუთს.
ვიდეოს თან უნდა ახლდეს შემდეგი სახის ინფორმაცია:
- მონაწილის სახელი და გვარი;
- ასაკი;
- სკოლის დასახელება;
- საკონტაქტო ინფორმაცია.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ სკოლის მოსწავლეებს.
კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო საჩუქარი, ხოლო სამი საუკეთესო ვიდეოექსპერიმენტის ავტორი დაჯილდოვდება სპეციალური პრიზით – სამეცნიერო ნივთების ნაკრებითსახალისო ექსპერიმენტებისთვის.
გამარჯვებულები გამოვლინდებიან 24 სექტემბერს, ილიაუნის მეხუთე სამეცნიერო პიკნიკზე (ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი 2016), ვაკის პარკში.
პრიზები
სამეცნიერო ნივთების ნაკრები:
✔ Big bag of Science
✔ My first super science kit
✔ Soda Geyser Car
დამატებითი ინფორმაციისთვის: