ProQuest Dissertations – საცდელი ვადით
სამეცნიერო ელექტრონული ბაზების ძვირფასო მომხმარებლებო,
2016 წლის 5 თებერვლიდან – 6 მარტამდე ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის მომხმარებლებისათვის, საცდელი ვადით ხელმისაწვდომი იქნება სამეცნიერო ელექტრონული ბაზა ProQuest Dissertations, რომელიც აერთიანებს სადიპლომო ნაშრომებს და წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე კომპლექსურ კოლექციას.
ProQuest Dissertations განსაკუთრებით საინტერესო იქნება დამწყები მკვლევარებისთვის, მათთვის, ვინც მუშაობას იწყებს სადისერტაციო ნაშრომზე. სამეცნიერო ბაზა ერთის მხრივ საშუალებას გაძლევთ განსაზღვროთ თქვენს დარგში არსებული აქტუალური საკითხები, ხოლო მეორეს მხრივ გეხმარებათ დაადგინოთ სანდო სამეცნიერო წყაროები.
აღნიშნული სამეცნიერო ელექტრონული ბაზით სარგებლობისთვის, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს და საძიებო ველის დახმარებით მოძებნოთ თქვენთვის სასურველი რესურსი.
ProQuest Dissertations ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია მხოლოდ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ინტერნეტ ქსელში ჩართული კომპიუტერებიდან.
გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ საცდელ ვადაში ხელმისაწვდომია მხოლოდ აბსტრაქტები და ნაშრომების როგორც სრული, ისე არასრული ვერსიები.