Additional information:
The present book discusses the history of the Roman period in Colchis and Iberia (1st c. BC – 4th c. AD).
Modern Georgia lies in the central and western part of Transcaucasia. The political-economic situation
of ancient Georgia differed in various periods. Study of the history of the relations of Iberia-Colchis and
Rome is largely feasible on the basis of archaeological material, for written sources on this period are few. The archaeological excavations, carried on for years, have resulted in the accumulation of fairly diverse evidence.
წინამდებარე წიგნში განხილულია კოლხეთისა და იბერიის რომაული პერიოდის ისტორია (ძვ. წ. 1 ს. – ძვ. წ. IV ს.). თანამედროვე საქართველო ამიერკავკასიის ცენტრალურ და დასავლეთ ნაწილში მდებარეობს. ძველი საქართველოს პოლიტიკურ-ეკონომიკური მდგომარეობა განსხვავდებოდა სხვადასხვა პერიოდში. იბერია-კოლხეთისა და რომის ურთიერთობათა ისტორიის შესწავლა შესაძლებელია მეტწილად არქეოლოგიური მასალის საფუძველზე, ვინაიდან ამ პერიოდის ამსახველი წერილობითი წყაროები მეტად მცირეა. გამოცემა უხვად არის ილუსტრირებული და მასში წარმოდგენილია წლების განმავლობაში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მრავალფეროვანი მასალა: რომაული წარწერები, დამღები, ფიგურები, რიტონები, ფიალები და თასები, კედლის მხატვრობისა და მოზაიკის ფრაგმენტები, რომაული მონეტები, ბეჭდები, საყურეები, ყელსაბამები, სამაჯურები, ბალთები, მედალიონები, საცეცხლურები და ლამპრები, გრიფონები, ქანდაკებები, ფიბულები, მინის ჭურჭლები, საბრძოლო იარაღი და შესამოსელი, აკლდამა-სარკოფაგები, არქეოლოგიური გათხრების ხედები და ნაგებობათა გრაფიკული რეკონსტრუქციები.