ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი აცხადებს ღია კონკურსს ბიბლიოთეკაში კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობაზე 2011 წლის 6 მაისიდან.

ზოგადი აღწერა

საბიბლიოთეკო ფონდების საერთაშორისო სტანდარტებით კატალოგიზაცია და საერთაშორისო კლასიფიკაციით მათი დალაგება საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკის ერთ-ერთი პრიორიტეტული სტრატეგიული მიზანია. ეს პროცესები ხელს უწყობს ერთი მხრივ, მომხმარებლის საჭიროებების შესაბამისად ფონდების გადანაწილებას, დაკომპლექტებას და მეორე მხრივ, საბიბლიოთეკო რესურსებზე სწრაფი და მოხერხებული წვდომის უზრუნველყოფას.

სამუშაო დატვირთვა: სრული განაკვეთი.

ანაზღაურება დარიცხული ხელფასის სახით: სრული განაკვეთი 1333 ლარი

ვაკანტური ადგილი: ერთი

ძირითადი მოვალეობები:

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და შეფასება;

კატალოგიზაციისა და კლასიფიკაციის წესების საბიბლიოთეკო საქმიანობაში დანერგვა;

საბიბლიოთეკო ერთეულების დამუშავების პროცესის კოორდინირება;

კოლექციების შენარჩუნებისა და მოვლის სტრატეგიის შემუშავება, პრაქტიკაში განხორცილება;

ფონდების ინვენტარიზაცია;

ფონდების მიგრაცია.

შენიშვნა: კონკურსის შედეგად შერჩეულ პირს, ძირითადი მოვალეობის პუნქტში მოცემული დაავლებების პრაქტიკაში განხორციელების შესახებ, ჩაუტარდება ერთკვირიანი ტრენინგი.

სამუშაო გამოცდილება:

მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილება;

პროქტების მართვის ან მასში მონაწილეობის გამოცდილება

განათლება

უმაღლესი განათლება – მეორე ან/და მესამე საფეხურის (ან მასთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დიპლომი

კომპეტენციები

დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების უნარი

კომუნიკაციისა და გუნდთან მუშაობის უნარი;

კონფლიქტების მართვისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;

კვლევის უნარი;

ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;

მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;

მოტივაციის მაღალი დონე;

ინგლისური (კარგად)

რუსული (კარგად)

საბაზისო კომპიუტერული უნარ-ჩვევები: საოფისე პროგრამებში (MS Word, Excel) და ინტერნეტში მუშაობის კარგად განვითარებული უნარი.

კონკურსის ფორმატი

I ეტაპი – სიტუაცუაციური დავალების შესაბამისი დოკუმენტის შექმნა;

II ეტაპი – გასაუბრება;
III ეტაპი – შედეგების გამოქვეყნება.

კონკურსის ვადები

20.05.11 – საბუთების მიღების დასრულება;
25.05.11 – პირველი ეტაპი – სიტუაციური დავალება

31.05.11 – მეორე ეტაპი – გასაუბრება

02.06.11 – საბოლოო შედეგების გამოცხადება

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა

განცხადება კონკურსში მონაწილეობის სურვილის შესახებ
CV;
მოტივაციის წერილი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, მითითებული დოკუმენტაცია უნდა გამოგზავნონ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@iliauni.edu.ge 2011 წლის 20 მაისის ჩათვლით. გთხოვთ პოზიციის სახელწოდება მიუთითოთ ელ-ფოსტის სათაურში.

კონკურსის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 13 მაისს 17:00 საათზე.

მისამართი: ილია ჭავჭავაძის გამზირი №32, პირველი სართული, 101-ე აუდიტორია

იხ. დავალების ნიმუში

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus