ახალი სასწავლო წლიდან სულხან-საბა ორბელიანის ბიბლიოთეკაში

  • წიგნის სახლში სარგებლობისთვის შეკვეთა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად;
  • ლიტერატურის ადგილზე საკითხავად შეგიძლიათ პირადად მიმართოთ ბიბლიოთეკარს.

მკითხველი ელექტრონულად შეკვეთილი წიგნის ხელმისაწვდომობაზე ინფორმაციას იღებს ერთი სამუშაო დღის ვადაში, ელ. ფოსტის საშუალებით.

დაჯავშნილი წიგნი მკითხველს ენახება 2 დღის განმავლობაში.

წიგნის ელექტრონული შეკვეთისთვის, გთხოვთ შეავსოთ შესაბამისი ფორმა.

გაითვალისწინეთ, რომ წიგნის შეკვეთის ელექტრონულ ფორმაში ზუსტად უნდა მიეთითოს წიგნის ავტორი და დასახელება.

იმ შემთხვევაში, თუ არ იცით ავტორის გვარი ან წიგნის დასახელება, საჭირო ლიტერატურის დადგენა შეგიძლიათ ეროვნული ბიბლიოთეკის ვებ-გვერდის –nplg.gov.ge ან ილიაუნის ელექტრონული კატალოგის – opac.iliauni.edu.ge საშუალებით.

  • ეროვნული ბიბლიოთეკის ელ. კატალოგში ლიტერატურის მოძიების გაიდი იხ. აქ.
  • ილიაუნის ელ. კატალოგში ლიტერატურის მოძიების გაიდი იხ. აქ.

მას შემდეგ, რაც დაადგენთ თქვენთვის სასურველ წიგნის ავტორს და დასახელებას, შეავსეთ ელექტრონული შეკვეთის ფორმა.

გისურვებთ წარმატებებს!

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus