ტრენინგი – სამეცნიერო ელ. ბაზების გამოყენების შესახებ

ტრენინგის მნიშვნელობა: სამეცნიერო ელექტრონულ ბაზებზე წვდომის შესაძლებლობა ხელს უწყობს სხვადასხვა თანამედროვე სამეცნიერო სფეროში დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გავრცელება-გაზიარებას, კვლევისა და სწავლების პროცესების ინტეგრაციასა და სწავლება-სწავლის ხარისხის ამაღლებას.

ტრენინგის მიზანი: მონაწილეებმა შეძლონ სამეცნიერო ელექტრონული ბაზების საძიებო ინსტრუმენტების ათვისება და პრაქტიკაში გამოყენება.

ტრენინგის მონაწილეები: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები (ბაკალავრები, მაგისტრანტები, დოქტორანტები, თანამშრომლები) და სხვა დაინტერესებული პირები.

მონაწილეთა რაოდენობა: 8-10
ტრენინგის ხანგრძლივობა: 1სთ.30წთ.

ტრენინგების აგებულება:

  • ბიბლიოთეკის მიერ შემოთავაზებული ტრენინგები იყოფა ორ კატეგორიად:
  • ზოგადი ტრენინგი, რომელიც ითვალისწინებს მონაწილეთა ინფორმირებას უნივერსიტეტის მიერ შესყიდული ყველა ელექტრონული ბაზის შესახებ, ასევე ერთი კონკრეტული ბაზის, კერძოდ Jstor-ის საძიებო ინსტრუმენტების გაცნობას.
  • ტრენინგები კონკრეტული ბაზების შესახებ ითვალისწინებს თითოეული ბაზის საძიებო ინსტრუმენეტების ცალ-ცალკე განხილვას.

რეგისტრაცია:
ტრენინგში მონაწილეობისთვის საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება, ამისათვის ტრენინგში მონაწილოების მსურველმა უნდა შეავსოს სარეგისტრაციო ფორმა, სადაც შესაძლებელია ერთი ან რამდენიმე ელექტრონული ბაზის ერთდროულად მონიშვნა. (რეგისტრაციის დროს შეგროვებული პირადი მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ პირდაპირი მიზნებით (რეგისტარაცია და სტატისტიკა) და მფლობელებთან შეუთანხმებლად არ გადაეცემა მესამე პირებს.

ჯგუფების დაკომპლექტების შემდეგ დაინიშნება ტრენინგის თარიღი და დარეგისტრირებულ მსურველებს გაეგზავნებათ ინფორმაცია ტრენინგის ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ.
დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით ელ.მისამართზე: librarian@iliauni.edu.ge

Share On Facebook
Share On Twitter
Share On Google Plus